მარკეტინგის ავტომატიზაციის ტოპ ბენეფიტები
1. ეფექტურობა
პირველ რიგში, მარკეტინგის ავტომატიზაცია მთლიან დეპარტამენტს მეტად პროდუქტიულს ხდის. გრძელ ვადაში ის მაქსიმალურად ამცირებს მანუალურ შრომას და გუნდის წევრებს ეძლევათ საშუალება დრო დაუთმონ მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს.
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად მანუალურად განთავსების მაგივრად, მარტექ პლატფორმებს ამ პროცესის სრულად ავტომატიზირება შეუძლიათ.
დამატებით, ავტომატიზაციის პლატფორმაში მუშაობისას დავალებების შესრულება მარტივდება. გუნდს შეუძლია დაპოსტოს სოციალურ მედიაში, შექმნას იმეილ კამპანია, განათავსოს ბლოგი და შექმნას მარტივი ლენდინგ გვერდები მხოლოდ ერთი აპლიკაციის გამოყენებით. ასევე ეს ძალიან ამარტივებს არხებს შორის მონაცემების მიმოცვლას და მომხმარებელთა რეთარგეთირებას.
2. მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდების კოლაბორაცია
თუ მარკეტინგისა და გაყიდვების ავტომატიზაციის დავალებებს ერთი აპლიკაციის გამოყენებით გავაერთიანებთ, მეტად მარტივად შევძლებთ კომპანიის მიზნების განხორციელებისთვის ძალისხმევის სწორად მიმართვას.
გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიას ეს ეხმარება მეტი ლიდის გენერირებაში და გაყიდვების გაზრდაში. ასეთ შემთხვევაში, მარკეტინგის გუნდი მეტ დროს უთმობს კონვერსიების ზრდის სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას, გაყიდვების გუნდის პროდუქტიულობა კი იზრდება.
3. კონვერსიის მაჩვენებლის გაზრდა
მარკეტინგის ავტომატიზაციის ხელსაწყო გვეხმარება კონვერსიის მაჩვენებლის ზრდასა და ლიდების მეტად ეფექტურად მართვაში.
მარკეტინგის ავტომატიზაციის ხელსაწყო ინფორმაციას აგროვებს ლიდის აქტივობების შესახებ. მიღებული მონაცემების გამოყენებით მარკეტერებს პერსონალიზირებული რეთარგეთირების შესაძლებლობა ეძლევათ.
4. ზუსტი რეპორტინგი
მონაცემთა რეპორტინგი ხშირად ყველაზე რთული და პრობლემური დავალებაა, მაგრამ მარტექ პლატფორმები ამ მიმართულებასაც ფარავენ.
ასეთი აპლიკაციის გამოყენებით ავტომატიზირებული რეპორტების გენერირება და მაგალითად, ყოველ ორშაბათს პირად იმეილზე მიღებაა შესაძლებელი.
დამატებით, მარკეტინგის ავტომატიზაცია მთლიანი პროცესის დიდი სურათის დანახვის საშალებას იძლება. გამართული რეპორტინგი ამარტივებს პრობლემური წერტილების იდენტიფიკაციას და მათ დროულ აღმოფხვრას.
5. პერსონალიზირებული მარკეტინგის სტრატეგია
მარკეტინგის ავტომატიზაციის შესაძლებელია ერთი ადამიანის მრავალ ციფრულ არხში თარგეთირება. მომხმარებელთან კომუნიკაცია ერთდროულად შესაძლებელია სოციალურ მედიაში, საძიებო სისტემის რეკლამით და იმეილ კამპანიებით.
რეთარგეთირების მთლიანი პროცესი პერსონალიზირებული უნდა იყოს - მომხმარებელმა გაყიდვების სერვისზე ბლოგი წაიკითხა? მარტექ სისტემის გამართულობისას ის მეორე დღეს იმეილს მიიღებს სერვისის დეტალების და შეთავაზების შესახებ.
6. მონაცემების მენეჯმენტი
განვმეორდებით, რომ მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმები ვებგვერდზე ლიდების ქცევასა და ინტერაქციას ეფექტურად ზომავენ.
ეს ნიშნავს, რომ მონაცემების მენეჯმენტი საოცრად მარტივდება. დამატებით მონაცემთა ბაზა მუდმივ რეჟიმში, ავტომატურად ახლდება.
7. ლიდების რეთარგეთირება
მარკეტინგის ავტომატიზაცია ლიდების რეთარგეთირების პროცესს გაცილებით ეფექტურს ხდის. მის ქვეშ შეიძლება დინამიური პერსონალიზირებული იმეილების ქსელის აწყობა და ყოველი ნაბიჯის პერფორმანსის ზუსტი გაზომვა.
მომხმარებლებთან უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნება და ღირებული კონტენტის გაზიარება ლიდებს მყიდველებად გარდაქმნის.